კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

19 ივნისი 2021


17 ივნისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E-ს" ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, გაიმართა ტრენინგი - "კიბერ ჰიგიენა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში", რომელსაც წარუძღვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები, მაქსიმ იავიჩი და გიორგი იაშვილი. 

 

შეხვედრის ფარგლებში ტრენერებმა ისაუბრეს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, უსაფრთხო და ძლიერი პაროლების გამოყენების მნიშვნელობაზე, მავნე და ანტივირუსული პროგრამების შესახებ, განიხილეს ფიშინგი და სპამი.

 

ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ტრენერებმა ამომწურავად უპასუხეს მონაწილეთა მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას.

 

PEUCE - „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში, მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში, უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.