DAAD-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

11 იანვარი
კავკასიის უნივერსიტეტს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის წარმომადგენელი თსუ-ში დანიელ კულესცა და კონსულტანტი სტიპენდიების საკითხში ნინო ანთაძე ესტუმრნენ.

სტუმრებმა გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობებსა და დაფინანსების მოპოვების გზებზე ისაუბრეს. გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის წარმომადგენლებმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრები კავკასიის უნივერსიტეტში ყოველწლიურად გაიმართება.


{phocagallery view=category|categoryid=541|limitstart=0|limitcount=0}