პროფესორი ერეკლე პირველი DAAD-ისა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

24 ივნისი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი, ერეკლე პირველი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

 

პროგრამის ფარგლებში, პროფესორი ერეკლე პირველი მიწვეულია ბრემენის უნივერსიტეტში, გერმანიაში, სადაც, იგი კვლევას წარმართავს პროფესორ იოჰენ ციმერმანთან თანამშრომლობით. კვლევის მიზანია ფირმის დონეზე შეისწავლოს გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ანგარიშგების გამოყენების დონე, განმაპირობებელი ფაქტორები და გავლენა განვითარებადი საქართველოს კონტექსტში.