ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, თამარ მდივნიშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

29 ივნისი 2026

29 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, თამარ მდივნიშვილის სადისერტაციო ნაშრომის -„ Asymmetric Monetary Policy: DSGE Approach“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ) საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის  სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • დავით კეშელავა, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
  • მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
  • აზერ დილანჩიევი პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ირაკლი დანელია, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ასისტენტ-პროფესორმა დავით კეშელავამ.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, თამარ მდივნიშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.