სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 ოქტომბერი 2022

28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, სამხრეთ აფრიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალვინ ბოტესი და საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი - ანდრე ხრუნვალდი (რეზიდენციით ქ. კიევში).

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა  და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბუბა ლეჟავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.

 

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კიბერუსაფრთხოების, ღვინის ტურიზმისა, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ამასთან მოკლევადიან კვლევით და საგანმანათლებლო ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.

 

სამუშაო შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა კავკასიის უნივერსიტეტსა და იოჰანესბურგის უნივერსიტეტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ისახავს მიზნად.


აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან საპასუხო ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე აკადემიურ წელს განხორციელდება რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერას.