10 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა იმერხეულ / შავშურ დიალექტურ მასალაზე დაფუძნებული დიალექტოლოგიური ვიქტორინა.
გამოვლინდა ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სამი გამარჯვებული სტუდენტი: I ადგილი - ელენე ბერიძე, ხოლო II ადგილზე თანაბარი ქულებით გავიდნენ: ირმა კაპანაძე და მედეა სამუნაშვილი.
გამარჯვებულებს 15 აპრილს, პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“- შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.