დიალოგის პლატფორმა: ცხოვრების ხარისხი და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა

7 ოქტომბერი 2019

7-12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის საბაკალვრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს Studio L და Friedrich-Eber-Stiftung ის კავკასიის რეგიონალური ოფისის თაოსნობით მოწყობილ ღონისძიებაში „დიალოგის პლატფორმა: ცხოვრების ხარისხი და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა“.

 

დიალოგის პლატფორმის ”ცხოვრების ხარისხი - ურბანული მემკვიდრეობის დაცვა” მიზანი იყო თბილისის ურბანული მემკვიდრეობის, ურბანული ლანდშაფტის და ურბანული კულტურის შესანარჩუნებლად პროფესიონალებისა და საზოგადოების გაერთიანება.

 

პლატფორმის თემები:

 

  • ცხოვრების ხარისხი და ქალაქი, მისი ისტორია, დღევანდელობა და სამომავლო მდგრადი განვითარების პერსპექტივა;
  • ურბანული მემკვიდრეობის და ურბანული კულტურის როლი;
  • ურბანული ლანდშაფტის /საჯარო და მწვანე სივრცეების ახალი სიცოცხლე.

 

აღნიშნული ღონისძიება  აერთიანებდა საჯარო ლექციების, სემინარი/ვორკშოპის ციკლს.

 

საჯარო ლექციები:

 

1. Ambassadorial Talks / ურბანული მემკვიდრეობის დაცვა-ამერიკული გამოცდილება: Blazing the Trail to Livable Urban Landscape

მომხსენებელი: ელიზაბეტ რუდი - ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში.

 

2. Ambassadorial Talks / იაპონიის გამოცდილება: Resilience through Tradition in Japanese architecture

მომხსენებელი: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა.

 

3. ურბანული ბაღების ოდისეა

მომხსენებლები: არქიტექტორები კრისტიან დუვერნო და ჯონ ფუსკარისი.

 

ვორკშოპი: 8-11 ოქტომბერი

 

თემატიკა: „Reshaping Urban Landscape”

 

სამუშაო სემინარი: ურბანული მემკვიდრეობის დაცვის გამოწვევები.