დიასპორის სახელმწიფო მინისტრი სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

4 ოქტომბერი 2016

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდა; მან გამართა საჯარო ლექცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის მამულის გადმოცემის დეტალებს შეეხო; გელა დუმბაძემ საკუთარ გამოცდილებაზე, როგორც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა; 2016 წლის 23 სექტემბერს სწორედ მის მიერ მოეწერა ხელი ლევილის მამულის (Leuville-sul-Orge)  საქართველოსათვის დაბრუნების აქტს.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა მამულის  საქართველოსთვის გადმოცემის დეტალები, მრავალწლიანი მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესი და შედეგი. ასევე მინისტრმა ისაუბრა სამომავლო ხედვაზე, თუ რა ფუნქცია ექნება მამულს ტურისტებისტვის, დამთვალიერებლებისთვის და სტუდენტებისთვის;  უკვე ცნობილია, რომ იგეგმება ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ - ფრანგული მემორიალური ცენტრი - ლევილის ქართული აკადემია, სადაც იქნება ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზი.

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა ზაზა მარუაშვილმა უმასპინძლეს. 

 

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.