კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

9 აპრილი 2021

9 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მთავრობის წარმომადგენლები, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს. ღონისძიება შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

 

დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით დასრულდა.

 

გრენობლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა 2005 წელს შეიქმნა და ერთადერთია საქართველოში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რომელიც Financial Time-ის ყოველწლიურ რეიტინგშია და 2020 წლის მონაცემების მიხედვით, 63-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს MBA პროგრამებს შორის. დაარსების დღიდან გრენობლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივ პროგრამას 13 მიღება და 11 გამოშვება ჰყავს.