“უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) დირექტორთა საბჭოს სხდომა კოლუმბიაში

30 სექტემბერი 2022

28 სექტემბერს, კოლუმბიაში, ქალაქ ბუკარამანგაში, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბუკარამანგას უნივერსიტეტმა (Universidad Autónoma de Bucaramanga (UNAB)) უმასპინძლა.

 

სხდომას ხელმძღვანელობდა IAUP დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

შეხვედრის ფარგლებში, IAUP პრეზიდენტმა - ფერნანდო ლეონ გარსიამ და საბჭოს წევრებმა განიხილეს წინა წლის საქმიანობის ანგარიში, ცვლილებები ორგანიზაციის ნორმატიულ დოკუმენტებში, ასევე იმსჯელეს ორგანიზაციის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებზე, განიხილეს  სხვა  პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები.

 

აღნიშნული კონფერენცია 2022 IAUP რეგიონული შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელიც   კოლუმბიაში 29-30 სექტემბერს ჩატარდება.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) დირექტორთა საბჭოს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს სამი წლის ვადით.

 

უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია (IAUP)  არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო სივრციდან აკავშირებს ერთმანეთს. ხელს უწყობს ერთმანეთში პროფესიული გამოცდილების გაცვლას, განათლების ხარისხის გაძლიერებას, ასევე მშვიდობასა და საერთაშორისო გაგებას განათლების მეშვეობით.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კოლუმბიის ქალაქი ბუკარამანგა აღნიშნავს დაარსების 400 წლის, ხოლო ბუკარამანგას უნივერსიტეტი (Universidad Autónoma de Bucaramanga (UNAB)) 70 წლის იუბილეს.