25 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა დისკუსია თემაზე -,,ჯანმრთელობის დაცვა, უფლება თუ პასუხისმგებლობა“.
შეხვედრას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი დავით შოვნაძე და ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ეკატერინე კვირკველია.
სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს როლი პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობის საჭიროება და მნიშვნელობა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სახელმწიფო დონეზე.