ორმაგი ხარისხის პროგრამა ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

1 აგვისტო 2021

 

1-ელ აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ნიუ ჯერსის უნივერსიტეტთან (New Jersey City University, USA), რომლის ფარგლებშიც, კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება დაიწყება.

 

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სიუ ჰენდერსონმა. 

 

მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენეტბს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთი სემესტრი ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტში გაატარონ და მიიღონ როგორც თეორიული, ისე საერთაშორისო დონის პრაქტიკული გამოცდილება ამერიკის ერთ-ერთ წარმყავნ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

სიახლეა ის ფაქტიც, რომ პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია,  სწავლის დასრულებისას, კურსდამთავრებულს ორი დიპლომი გადაეცემა, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის, ასევე ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის.

 

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, ქეჯის ბიზნესის სკოლის გენერალური მდივანი, ალექსანდრე ნავაი, 

ქეჯის ბიზნესის სკოლის ვიცე პრეზიდენტი განვითარების მიმართულებით, სანტიაგო გარსია, საჯარო დიპლომატიის მრჩეველი საქართველოში აშშ-ის საელჩოში, კეტრინ შვაიცერი, იცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის(ბუბა) ლეჟავა, ტექნოლოგიების სკოლის დეკანი, შოთა ნიჟარაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა.

 

ნიუ–ჯერსიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტი მიისწრაფვის საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისკენ, როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

 

ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტი აკრედიტებულია შუა ატლანტიკის რეგიონის უმაღლესი განათლების აკრედიტაციის კომისიის (MSCHE) მიერ. შუა ატლანტიკის რეგიონის უმაღლესი განათლების აკრედიტაციის კომისია (MSCHE) ინსტიტუციური აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც აშშ-ს განათლების მდივნის და უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საბჭოს მიერაა აღიარებული. ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროგრამები აღიარებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ბიზნესის სკოლებისა და პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (ACBSP). 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტს შორის დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით ხელმძღვანელობას. აღნიშნული  ხელს შეუწყობს როგორც ქართველი სტუდენტების წარმატებას, ისე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას.