კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც სკოლა აფხაზეთში დაასრულეს და კავკასიის უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ სწავლობენ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ისაუბრეს და განიხილეს ის სირთულეები, რომლებიც აფხაზეთიდან წამოსულ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების საფეხურზე ხშირად ხვდებათ.
უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა CU-ის მზადყოფნა, რომ გააგრძელოს აფხაზი სტუდენტების მხარდაჭერა და ხელი შეუწყოს მათ წარმატებულ ინტეგრაციას აკადემიურ თუ სოციალურ გარემოში.
აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მომავალში მათი საჭიროებები კიდევ უფრო მეტად იქნას გათვალისწინებული და მათზე მორგებული.