საგანმანათლებლო გამოფენა კავკასიის უნივერსიტეტში

20 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს.

 

20 მარტს, პროგრამაში მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით, საგანმანათლებლო გამოფენა მოეწყო. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის წარედგინათ როგორც საკუთარი უნივერსიტეტები და პროგრამები, ასევე ქვეყანა და მათი კულტურა.

 

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო გამოფენა იყო საკმაოდ ინტერაქციული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ასამდე სტუდენტმა, ასევე დაინტერესებულმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მასპინძლობს 20-ზე მეტ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ევროპის 15-მდე პარტნიორი უნივერსიტეტიდან.