კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტის ელენე ენუქიძის გეგმამ, რომელიც მან ბუდაპეშტში, მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში (Budapest Metropolitan University) ყოფნისას წარუდგინა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, დაფინანსება მოიპოვა. ელენე ენუქიძემ უცხოელი სტუდენტებისთვის ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას, ფოლკლორს, ღირსშესანიშნაობებს.ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს, ჩატარდა კონკურსი - Learning Georgian Together. კონკურსში მონაწილე უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოს შესახებ კითხვებს უპასუხეს, გამარჯვებულებს კი, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ, მათ შორის ქართული ღვინო, მაისური საქართველოს დროშით და ასევე 5000 ფორიანტიანი (50 ლარიანი) ვაუჩერი ბუდაპეშტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქართულ რესტორანში.
ელენე ენუქიძე მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში იმყოფება.