საინფორმაციო შეხვედრა - Making Science Sweeft-ის ახალი როტაციული პროგრამა - Elevator

27 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, 25 მაისს, CU-ში გიმართა საინფორმაციო შეხვედრა, Making Science Sweeft-ის ახალი როტაციული პროგრამის - Elevator-ის შესახებ.

 

პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ტექნოლოგიური კომპანიის მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებებით:

 

  • ტალანტების მენეჯმენტი
  • პროექტების მენეჯმენტი
  • კომერცია (გაყიდვები და მარკეტინგი)
  • სტრატეგიული ტოპ მენეჯმენტი

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, საუკეთესო მონაწილე შეძლებს ორი კვირით ესპანეთში, Making Science-ის ოფისში საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღებას.

 

Making Science Sweeft საერთაშორისო ციფრული სააგენტოა, რომელიც კომპანიებს მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს - პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.