Erasmus+ გაცვლითი პროგრამები აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომისა და 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში

15 ოქტომბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომისა და 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.  

 

Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა პარტნიორმა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება. 

 

 

2017 წლის შემოდგომისა და 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი (http://www.tuke.sk/) - Business Administration, Social Sciences, Governance.
  2. რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია (http://www.rgsl.edu.lv/en/- Law (International commercial Law, Contract Law); International Relations (“Foreign Policy Analysis” or “Theory of International Relations” ); Business Adminsitration;
  3. კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.uek.krakow.pl/- Business and Finance;
  4. ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.mwsl.eu/ - Management and Administration, Transport services;
  5. ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია (https://www.uni-lj.si/- Economics, Int. Business, Marketing.
  6. ბაბეშ - ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი (http://www.ubbcluj.ro/ro/- Business Administration, Tourism, Governance;
  7. ვილნიუსის ბიზნეს სკოლა, ლიტვა (http://www.vm.vu.lt/ ) - Business and Administration.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3);
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან. 

 

არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 15 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც განაცხადს აკეთებს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება; 
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

 

გისურვებთ წარმატებას!