საერთაშორისო სტუდენტების მიღება

22 მარტი 2019

22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერაზმუს+ ის, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისა და ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის გამართულ ოფიციალურ მიღებას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.

 

ღონისძიებას უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ სკოლის დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა  ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში ერთმანეთი გაეცნოთ, ასევე თავიანთი მიზნები და მოლოდინები გაეზიარებინათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის.

 

ღონისძიების მიწურულს, სტუდენტები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ჭრელი წინდების კამპანიას "წინდა მინდა" შეუერთდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს