Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტში, რუმინეთი, 2022 გაზაფხულის სემესტრი

25 იანვარი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2022 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტში, რუმინეთი (Babes- Bolyai University, Romania), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის  ან პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV 
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78) 
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის პირველი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზეir@cu.edu.ge . 

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის წარმოდგენის დედლაინის ამოწურვამდე. თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული

 

 

შერჩევის პროცედურა:

 

    • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
    • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;

 

  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;

 

  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.