|
|
15-17 ივნისს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტმა, ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის -
,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (Role of Universities in the Regional
Development - RURD) პარტნიორი უნივერსიტეტების შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის წევრებმა განიხილეს შესრულებული და მიმდინარე
აქტივობები.
შეხვედრის ფარგლებში, 16 ივნისს კი გაიმართა პროექტ RURD-ისა და პროექტ „მესამე
მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში
(Strengthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities – SQUARE)
ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეებს შორის საერთო
შეხედულებებისა და პროექტების შედეგების გაზიარებას. შეხვედრაზე განიხილეს
RURD-ისა და SQUARE-ის მიზნები, მიღწეული შედეგები და აღნიშნულ პროექტებს
შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
კავკასიის უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ კავკასიის
უნივერსიტტის პრეზიდენტი კახა შენგელია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და
პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა და დირექტორის მოადგილე
ქეთევან კარბაია, საერთაშორისო პროექტების მენეჯერი აკაკი კაპანაძე და კვლევის და
მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსი მაცაცო ტეფნაძე.
აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავენ საქართველოს უმაღლესი განათლების
სისტემისა და ზოგადად, საზოგადოების განვითარებას და ამავდროულად იზიარებენ
საქართველოს უნივერსიტეტების სოციალური გავლენის გაძლიერების მიზანსაც.
პროექტ RURD-ის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით
საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული
განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული
რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტი SQUARE მიზნად ისახავს უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და
რელევანტურობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ქართული
უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან
მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის,
განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის
სტრატეგიას.