ერეკლე პირველის პროექტი რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია

28 იანვარი 2022

კავკასიის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორის, ერეკლე პირველის მიერ წარდგენილმა პროექტმა 2021 წლის რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.

 

პროექტის სახელწოდებაა:  "კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგება განვითარებად საქართველოში. ტექსტის ანალიზის მიდგომა კოვიდ-19-ის პირობებში".

 

კორპორატიული ანგარიშგების მრავალფეროვნების (diversity) პრაქტიკის დანერგვა უფრო დაბალანსებული და თანასწორი სამყაროს მისაღწევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისნტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული კვლევითი პროექტი ქართული კომპანიების არა-ფინანსურ ანგარიშგებაზე ფოკუსირებითა და პოსტ-პანდემიური გამოვლინებების შესწავლით, კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგების პრაქტიკის პირველ ემპირიულ ანალიზს წარმოადგენს საქართველოს კონტექსტში. ტექსტური ანალიზის მიდგომისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნიკების გამოყენებით, პროექტი აგებს კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგების ინდექსს, ხოლო გამოყენებული სტატისტიკური მოდელი, ფინანსური ანგარიშგების რაოდნეობრივი და ტექსტური ნაწილების ხარისხისა და ქვეყნის დონის ინსტიტუციური ფაქტორების გაკონტროლებით, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგების გავლენა საწარმოთა ფინანსურ სიჯანსაღეზე.

 

პროექტის ბიუჯეტი: 175 800 ლარი

ხანგრძლივობა: 3 წელი

პროექტის შეფასება: 47 ქულა (50-დან)

 

მკვლევართა გუნდი, რომელსაც პროფესორი ერეკლე პირველი ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი (შვედეთი და გერმანია) მეცნიერებით.

 

აღსანიშნავია, რომ ერეკლე პირველი, 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დასახელდა.