პროფესორ ერეკლე პირველის სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში International Journal of Economic Policy in Emerging Economies

21 იანვარი 2021

პროფესორ ერეკლე პირველის სტატია „Economic policy of COVID-19: an emerging country perspective" (კოვიდ-19-ის ეკონომიკური პოლიტიკა: განვითარებადი ქვეყნის პერსპექტივა) გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში International Journal of Economic Policy in Emerging Economies.

 

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

კვლევითი პროექტი ხორციელდებოდა კავკასიის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლებისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის თანამშრომლობით 2 წლის განმავლობაში.

 

კოვიდ-პანდემიის ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის სექტორების პრიორიტეტულობის მართებულად შემუშავება. კვლევის მიზანია საქართველოს ეკონომიკისათვის პრიორიტეტული სექტორების რეიტინგის შედგენა. ეკონომიკის 8 უმსხვილესი სექტორის 1886 მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიის ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შემოვიღეთ ‘სექტორული პრიორიტეტულობის ინდექსი’. ინდექსი დამყარებულია მთლიანი შიდა პროდუქტის გამოშვებაზე, დასაქმების დონეზე, შიდა-სექტორალურ მიწოდება-მოხმარების მატრიცასა და ფირმის დონის ეფექტიანობის (სიდიდე, შემოსავლები, ამონაგები კაპიტალსა და აქტივებზე) შეფასებაზე.

 

შედეგებმა ცხადყო, რომ წარმოების ინდუსტრია (რეალური სექტორი) დარგთაშორისი ღრმა სავაჭრო კავშირების გამო გახლავთ პრიორიტეტული და, შესაბამისად, გააჩნია პოტენციალი იქცეს ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. შედეგები შეუსაბამოა საქართველოს ამჟამინდელ ეკონომიკურ დღის წესრიგთან, სადაც გამორჩეული ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის სექტორზე. ეს უკანასკნელი, კრიზისებისადმი მაღალი მოწყვლადობისა და დაბალი ეფექტიანობის გამო, არ არის სასურველი იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი ლოკომოტივი.

 

იხილეთ სრული სტატია.