7 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ევროკავშირის ელჩს - ბატონ პაველ ჰერჩინსკის - უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამშრომლებთან.
აღნიშნული შეხვედრა გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ არაფორმალურ გარემოში პირადად შეხვედროდნენ ევროკავშირის ელჩს, მასთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა ღია დისკუსიაში და ესაუბრათ დეტალურად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე.