ტრენინგი ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის შრომის დირექტივებისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესახებ

18 მაისი 2021

 

                                 

 

 

17 მაისს, ჟან მონეს პროექტის ფარგლებში - ევროკავშირის სამართლებრივი სახე - კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი „ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის შრომის დირექტივები და საქართველოს შრომის კოდექსი“.

 

ტრენინგს 45 პირი ესწრებოდა, კერძოდ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, იურისტები, აკადემიური პერსონალი, შრომის სამართლის სპეციალისტები, სტუდენტები, სხვადასხვა ადმინისტრაციის თანამშრომლები.

 

დღის ბოლოს, მონაწილეებს დაურიგდათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ტრენინგი კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრმა განახორციელა(მონაწილეთა შერჩევა, მოწვევა, კვება, ტექნიკა, ტრენინგის მასალები, კოვიდ-19-ის რეგულაციების შესაბამისი მოწყობა).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ დანართი: დღის წესრიგები