25 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში,აფილირებული პროფესორის ცისანა ბიბილეიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ ცისანას კავკასიის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და სიმბოლური ჯილდო გადასცა. ასევე, მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა და მოწვეულმა კოლეგებმა.
პროფესორი ცისანა ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ქართულსა და რუსულ ენებზე. გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო და 56 მხატვრული თარგმანი. მისი ნაშრომები გამოირჩევა აკადემიზმითა და პროფესიული კეთილსინდისიერებით, დეტალების სკრუპულოზურად დამუშავებით, მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ - ფრანგულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში.
ცისანა ბიბილეიშვილი 17 წელია კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომელია.