ევროკავშირის ერაზმუს + პროექტის - "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" (SQUARE) - შეხვედრა გორში

16 სექტემბერი 2022

 

                                            

 

 

12-14 სექტემბერს, გორში, ,,ერაზმუს+“-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში - SQUARE“ შეხვედრა გაიმართა. კონსორციუმის წევრებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში, ტრენინგები ჩაატარეს ფინელმა (ტურკუს უნივერსიტეტი) და ბელგიელმა (European Foundation for Management Development) ექსპერტებმა, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების წარმოადგენლებთან ერთად განიხილეს საუნივერსიტეტო მესამე მისიის აქტივობების მართვისა და გავლენის შეფასების საკითხები.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან კარბაია, კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ ბორჯაძე, და საერთაშორისო პროექტების მენეჯერები - აკაკი კაპანაძე და მარიამ სირაბიძე.

 

პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

 

პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროექტის საქმიანობა საფუძველს დაუდებს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში, ინსტიტუციურ დონეზე. პროექტის შედეგები წარმოადგენს ეროვნული გარე ხარისხის სისტემის განახლების ბაზისს და იძლევა უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის განახლების საფუძველს გაიდლაინებისა და სწავლების, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიმართულებით.