ექსკურსია ბოდბესა და სიღნაღში

15 სექტემბერი 2012

16 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტური საბჭოს ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია ბოდბესა და სიღნაღში. ექსკურსია მიზნად ისახავდა პირველკურსელების გაცნობა–დაახლოვებას და მათ შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.

ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ადმინისტრაცია და ზედაკურსელები.