კალიგრაფთა გამოფენა „თერძი“

14 ივნისი 2022

10 ივნისს, “ელიას მოსილის სამკერვალო სახლში” კალიგრაფთა გამოფენა „თერძი“ გაიხსნა, რომლის მხარდამჭერიც კავკასიის უნივერსიტეტი იყო.

 

გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ.

 

სამი დღის განმავლობაში, „ელიას მოსილი“ მასპინძლობდა კალიგრაფთა გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო პროფესიონალი კალიგრაფების, გიორგი სისაურის, დავით მაისურაძის და ანა გოქაძის საგანგებოდ ამ პროექტისთვის შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრები, რომელთა შინაარსიც დაკავშირებული იყო სამოსთან. მათ წარმოადგინეს ფრაგმენტები  ანტიკური ფილოსოფიური ნაწარმოებებიდან, სახარებისეული ტექსტებიდან, ლიტერატურის კლასიკოსების და ცნობილი დიზაინერების გამონათქვამები შესამოსელზე, კერვის ხელოვნების მშვენიერებასა და ფილოსოფიურ გააზრებაზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად მხარს უჭერს  ქართული ენისა და კალიგრაფიის პოპულარიზაციას და მიესალმება ნებისმიერი სახის აქტივობას, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება.