26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი’’ 2021 გაზაფხულის სეზონის თამაშები დასრულდა.
ფინალურ თამაშს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) მამა, რომლებმაც ტრადიციულად გახსნეს თამაში და გუნდებს წარმატება უსურვეს.
ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ტექნოლოგიების სკოლის გუნდი - CST TILIDIN და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საფეხბურთო გუნდი CSH ტიანშანი. თამაში დასრულდა ანგარიშით 4:2 CST-ის გუნდის "TILIDIN" სასარგებლოდ. მესამე ადგილი კავკასიის ბიზნესის სკოლის გუნდმა CSB LEIPZIG დაიკავა.
პირეველი სამი ადგილის მფლობელ გუნდს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ 700, 500 და 350 ლარიანი რესტორნის ვაუჩერები. ასევე, პირველ ადგილზე გასულ გუნდს ფეფე-ს გარდამავალი თასი გადაეცა. ჩემპიონატი 5 აპრილს დაიწყო. 44 შეხვედრა გაიმართა და მასში კავკასიიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 17 და უნივერსიტეტის თანამშრომლების 2 გუნდი ასპარეზობდა.
გამარჯვებული გუნდი 2021-2022 წლებში უნივერსიტეტის სახელით სხვადასხვა უნივერსიადასა და ჩემპიონატში იასპარეზებს.