18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს ლიგა’’ 2019 ზამთრის სეზონის თამაშები დაიწყო.
ჩემპიონატი ტრადიციულად უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) მამამ მამუკა ნიშნიანიძემ გახსნეს. ჩემპიონატის გახსნას ასევე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზამთრის სეზონის პირველ თამაშზე ერთმანეთს შეხვდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდი CU "Staff" და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის გუნდი CSH "რაჭუკა".
2019 წლის ზამთრის სეზონის თამაშები 18 ნოემბერს დაიწო და 10 დეკემბერს დასრულდება. მასში კავკასიიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 23 გუნდი და უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ერთი გუნდი იასპარეზებს.