6 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს ლიგა" 2021 შემოდგომის სეზონის თამაშები დაიწყო.
ჩემპიონატი ტრადიციულად უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) მამამ, მამუკა ნიშნიანიძემ გახსნეს. შემოდგომის სეზონის პირველ თამაშზე ერთმანეთს შეხვდნენ კავკასიის მედიის სკოლის CSM პიარი და კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის გუნდი "Convent".
ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) სახელს ატარებს. მასში კავკასიიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 24 გუნდი და უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 1 გუნდი იასპარეზებს.