გასვლითი ლექცია ილიას ჭავჭავაძის ლიტერატურლ-მემორიალურ მუზეუმში

11 ნოემბერი 2024

5 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის სტუდენტები, საგნის “ტურიზმის მდგრადი განვითარება” (ხელმძღვანელი ნატო რობიტაშვილი) გასვლითი სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ეწვივნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილიას ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს.

 

ვიზიტის ფარგლებში, მუზეუმის დირექტორმა, ნინი სანადირაძემ ისაუბრა მუზეუმის, როგორც კულტურული ტურისტული პროდუქტის განვითარების მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებზე, მართვის პრაქტიკაზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

შეხვედრა იყო ნაყოფიერი და გამოიკვეთა ინტერესი მომავალი თანამშრომლობაზე.