6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, ფინანსური ტექნოლოგიების და ფინანსური განათლების იდეათონი გაიმართა.
იდეათონი დაეთმო FinTech-ის, FinEdu-ს და ფინანსურ სფეროში არსებული რეალური გამოწვევების აღმოჩენას და ინოვაციური გადაწყვეტების შექმნას. აღნიშნული იდეათონი წარმოადგენდა საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE-ის მოსამზადებელ ეტაპს. დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ FinTech-ისა და საბანკო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, მომხმარებლის საჭიროებებსა და ინდუსტრიაში არსებულ შესაძლებლობებს.
მონაწილეებმა განიხილეს, რა გამოწვევები არსებობს ფინანსურ სფეროში, რა საჭიროებები აქვთ მომხმარებლებს და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებზე ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტების შექმნა.
იდეათონის პრაქტიკული ნაწილი დაეთმო გუნდურ მუშაობას, MVP-ისა და პროტოტიპის კონცეფციის განვითარებასა და იდეების დახვეწას.
იდეათონის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს:
- გიორგი კინწურაშვილმა - TBC ბანკის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი;
- დავით კიკვიძემ - საქართველოს FinTech ასოციაციის თავმჯდომარე;
- ირაკლი სვანიძემ - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი;
- გიორგი ჩუგოშვილმა - სერიული ანტრეპრენერი, Amadeo-ს დამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი;
- თინათინ კობახიძემ - 2 ნაბიჯის ფინტექ პროექტის მენეჯერი და კავკასიის უნივერსიტეტის გრენობლის პროგრამის კურსდამთავრებული.
დღის ბოლოს გუნდებმა მიღებული ცოდნისა და სამუშაო პროცესის საფუძველზე შემუშავებული იდეები წარადგინეს. დასკვნით ეტაპზე ყურადღება გამახვულებული იყო ისეთ კრიტერიუმებზე როგორებიცაა: პრობლემის აქტუალურობა, მომხმარებლის საჭიროების გააზრება, გადაწყვეტის ინოვაციურობა და განხორციელებადობა.
