პირველი სადისკუსიო რაუნდი თემაზე „პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე“

1 ივლისი 2024

კავკასიის განათლების სკოლამ, დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამის ფარგლებში, ახალ ქართულ სკოლასთან პარტნიორობით ა.წ. 26 ივნისს ჩაატარა პირველი სადისკუსიო რაუნდი თემაზე „პერსონალური, სოციალური და სწავლის (learning to learn) კომპეტენცია და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე“.

 

დისკუსია წარიმართა პროექტის ფარგლებში - სადისკუსიო რაუნდები ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით „სწავლის საკვანძო კომპეტენციები და მოსწავლის პერსპექტივები შრომის ბაზარზე- 2024“სულ დაგეგმილია 8 სადისკუსიო რაუნდის ჩატარდება პარტნიორ/მასპინძელ სკოლებში. პროექტის მიზანია, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების ოპტიმალური დანერგვა პედაგოგის მომზადების პროგრამებში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

შეხვედრა გაიმართა პარალელური დისკუსიების ფორმატში ჰარკნესის მეთოდის გამოყენებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: დამსაქმებლებმა; აქალი ქართული სკოლის, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის და ქ. თბილისის #32 საჯარო სკოლის პედაგოგება, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მშობლებმა; მასპინძელი სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა და კავკასიის უნივერსიტეტის დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტებმა. პროცესის ფასილიტაციას უზრუნველყოფდა ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

 

დისკუსიის ბოლო ეტაპზე მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს სასკოლო საზოგადოებამ და მასთან დაკავშირებულმა ინტერესთა ჯგუფებმა (დამსაქმებლები; სკოლის პედაგოგები; სკოლის ადმინისტრატორები; მოსწავლეები; მშობლები; სტუდენტები; პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები/დარგის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორიდან) მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში მთელი სიცოცხლის მაძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების და კერძოდ პერსონალური, სოციალური და სწავლის (learning to learn) კომპეტენციის დანერგვის საქმეში?

 

სადისკუსიო რაუნდი ჩატარდა ახალი ქართული სკოლის შენობაში.