ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი

14 ოქტომბერი 2019

14-17 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში „ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი“ ჩატარდატექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამის პროფესორებმა  და სტუდენტებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საინტერესო პროექტში, რომელიც მოიცავდა:

 

სამეცნიერო კონფერენციას თემაზე “ქალაქის იდენტობა“, შემოქმედებით ტურს ქალაქში – პანელურ დისკუსიებში განხილულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემური ლოკაციების მონახულება თბილისში, ჯგუფური მუშაობის დაგეგმვის ფარგლებში Färgfabriken’s (Art gallery in a former paint factory offering contemporary exhibits & cultural events) პროექტის “სიმბიოზის” პრეზენტაციას იოაკიმ გრანიტი და დანიერ ურეის (შვედეთი) ხელმძღვანელობით და სტუდენტურ ვორკშოპს თემაზე „სიმბიოზი ქალაქურ გარემოში“.

 

სტუდენტურ ჯგუფებს ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენლები, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი მარიკა ფოჩხუა, არქიტექტორი გიორგი გაბუნია, ასევე  მოსტერის არქიტექტურის, ხელოვნების ცენტრის (ADA) დირექტორი, ქალაქ მონსტერის დაგეგმარების სამსახურის უფროსი  სენადა დემიროვიჩი და NUT უკრაინული ”Puzzle“-ის კოორდინატორი, ბერლინის არქიტექტურის სამსახურის „arch.id“ თანამშრომელი,არქიტექტორი  ვასილისა სჩოგოლევა.

 

პანელურ დისკუსიაში თბილისის ურბანული დაგეგმარების მთავარი საკითხების შესახებ მონაწილეობდნენ:

 

ჰანს გუნერ ადენი, შვედეთის ყოფილი ელჩი საქართველოში; ოიაკიმ გრანიტი, კრეატიული დირექტორი, Färgfabriken(Art gallery in a former paint factory offering contemporary exhibits & cultural events); კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი; ერიკ ილესი, ელჩის მოადგილე და SIDA ხელმძღვანელი;

 

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მარინა მაისურაძე, გიორგი წანაწყენიშვილი, მარიკა ფოჩხუა, მერაბ ბოლქვაძე, გიორგი გაბუნია.

 

ასევე მონაწილეობდნენ: არქიტექტორი დავით ასანიძე, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური; ნატალია ნებიერიძე, პროექტი „არტ ბითი“; ხათუნა გველესიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „იარე ფეხით“; ნინო თევზაძე, CENN.

 

მოდერატორი: დანიელ ურეი, პროექტის მენეჯერი, Färgfabriken.