საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

16 აპრილი 2021

16 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტებს სკოლების დეკანები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

 

ღონისძიებაზე მოსულ აბიტურიენტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კამპუს ტური ჩაუტარდათ.