16 ოქტომბერს, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში Fairleigh Dickinson-ის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ჯეისონ სკორზა კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია.
ვიზიტის მიზანია, კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა და ამ მიმართულებით უნივერსიტეტის მენეჯმენტისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
სამუშაო ვიზიტი 2 კვირას გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება როგორც სკოლის დეკანებთან, ისე ადმინისტრაციულ პერსონალთან. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უნივერსიტეტის საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საფუძვლად დაედება სტარტეგიული დოკუმენტის შემუშავებას.