ახალი ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტმა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით შექმნა. საზეიმო გახსნის ცერემონიალი ასევე მოიცავდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლაში სადოქტორო პროგრამის განვითარების” შედეგების განხილვას.
ცენტრის გახსნა უკავშირდება USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამას/პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდა სადოქტორი პროგრამის განვითარება კავკასიის უნივერსიტეტში, რის შედეგად მოხდა მაღალკვალიფიციური დოქტორების მომზადება, რომლებიც თავის მხრივ, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ისევ ცენტრის კვლევით საქმიანობაში გამოავლენენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ცენტრის ადამიანური რესურსის ძირითად ნაწილს კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორები და პროფესორები წარმოადგენენ.
საპატიო სტუმრად მოწვეულები იყვნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნოდარ სურგულაძე, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი - სტივენ ჰაიკინი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ბიჟან ფაზლოლაჰი.
იხილეთ "The Messenger"–ის სტატია
{phocagallery view=category|categoryid=43|limitstart=0|limitcount=0}
კვლევითი ცენტრის (GCSC) პრეზენტაცია
11 იანვარი