GDPR სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია DataSecSchool-ში გაიმართება 2 თებერვალს, 18:00 საათზე, Jean Monnet Module Project-ის ფარგლებში. ღონისძიება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმებიან: შოთა ნიჟარაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი და პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.
შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეული სპიკერები წარადგენენ შემდეგ თემატურ პრეზენტაციებს:
- კიბერჰიგიენა – მოდულის პრეზენტაცია
- სისტემისა და ქსელის დაცვა – მოდულის პრეზენტაცია
- კრიპტოგრაფია – მოდულის პრეზენტაცია
- მონაცემთა დაცვა და GDPR – მოდულის პრეზენტაცია
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ სპიკერებისგან.
ღონისძიებაზე დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე