კავკასიის განათლების სკოლის მოწვეული ლექტორი ანა კინწურაშვილი ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ ორგანიზებული პრესტიჟული კონკურსის - New Learning Award 2026-ის - გამარჯვებული გახდა. მან გაიმარჯვა ნომინაციაში: „სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ხელოვნების საშუალებით.“
საერთაშორისო კონკურსი - New Learning Award - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინოვატორ მასწავლებლებს აერთიანებს. წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 500-მდე მასწავლებელმა, დასკვნით დაჯილდოების ცერემონიას კი ბრიუსელმა უმასპინძლა.
ვულოცავთ ქალბატონ ანას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას!
