ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო.
პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, 31 მარტს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა
ლევან ბერძენიშვილმა ენის ფილოსოფიაზე ისაუბრა.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა საჯარო ლექციას და კონკურსს, როგორც სტუდენტებისთვის, ისე დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება.