21 თებერვალს, CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი შეხვდა.
შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპიკერისთვის მოესმინათ და შეკითხვები დაესვათ.
ღონისძიების დასაწყისში სტუდენტებს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, მიმართა.