პანელური დისკუსია "A Global Analysis of America’s President Elect: A Post-Election Panel Discussion"

17 ნოემბერი 2020
16 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას მონაწილეობით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა პანელური დისკუსია: "A Global Analysis of America’s President Elect: A Post-Election Panel Discussion".
 
ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი - ნიუ ჯერსის უნივერსიტეტი.
 
პანელურ დისკუსიაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ მექსიკის, ინდოეთის, აშშ-ის და ჩინეთის უნივერსიტეტები.
 
თავის გამოსვლაში კახა შენგელიამ ისაუბრა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ასევე, გამოყო ორმხრივი თანამშრომლობის წამყვანი სფეროები, როგორიცაა განათლება, თავდაცვა და უსაფრთხოება, საგარეო დახმარება. 
 
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე და გამოკვეთა ის მოლოდინები, რომელიც არსებობს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მიმართ საქართველოსა და რეგიონში.