საჯარო ლექცია - GT აკადემია -,,კრიპტოვალუტის გავლენა ბიზნესზე''

28 ნოემბერი 2022

28 ნოემბერს, გრანთ თორნთონ აკადემიის წარმომადგენელმა ნათია აქულაშვილმა - Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების მენეჯერი - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეხვედრა გამართა თემაზე - ,,კრიპტოვალუტის გავლენა ბიზნესზე''.

 

ლექცია ემსახურებოდა ფინანსურ და საკონსულტაციო სფეროში არსებული საკითხების მიმართ ინტერესის გაზრდას. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ  ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კრიპტოვალუტის ისტორია, მისი არსებული და სამომავლო გამოწვევები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ Grant Thornton აერთიანებს დამოუკიდებელ ფირმებს, რომლებიც ეწევიან მარწმუნებელ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და რომლებიც საქმიანობენ 140 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.  კომპანიაში დღეს სულ 62 000 ადამიანია დასაქმებული.