"GTUG"-ის მეორე ღონისძიება

11 იანვარი

18 თებერვალს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში, "Google Technology User Group Tbilisi" -ის მეორე ღონისძიება გაიმართა.


შეხვედრაზე, "Google Hangout"–ის მეშვეობით, ამერიკიდან მსოფლიოში პირველი "GTUG"-ის ორგანიზატორი ჩაგვერთო. მან "GTUG"-ის ქართველ წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. გარდა ამისა, "Hangout"-ს კიევიდან "GTUG"-ის წევრი, ვლადიმერ ივანოვი შემოუერთდა.

შეხვედრაზე "Google"-ის სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრეს:

იოსებ ძმანაშვილი – "Google-ის ტექნოლოგიების ათვისება და GTUG-ის მნიშვნელობა"
მიხეილ ბერიანიძე – "Google Earth"
დავით ჭოხონელიძე – "Google Web Toolkit"

შეხვედრას "GTUG Tbilisi"-ის 50-მდე წევრი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში", "Tbilisi GTUG"-ის პირველი ღონისძიება – "Google, GTUG and Rock & Roll Tbilisi" გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სტუდენტები, ოლიმპიადის მონაწილეები და "Google"-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირები.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი გიორგი ტყეშელაშვილი "GTUG Tbilisi"-ს ორგანიზატორია.