27 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მასპინძლობით ჩატარდა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა და ინტეგრას მიერ ორგანიზებული ჰაკათონი.
ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 70-მდე სპეციალისტმა, რომლებსაც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ პლათფორმაზე უნდა წარმოეჩინათ თავიანთი პრაქტიკული უნარ ჩვევები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. მიღებული ქულების საფუძველზე, გამოვლინდა „საუკეთესო ჰაკერი 2025“. რომელსაც ჰაკათონის გენერალური სპონსორისგან, Lenovo საქართველოსგან გადაეცა ე.წ. Gaming ლეპტოპი. სიმბოლური საჩუქრები გადაეცა ჰაკათონის ყველა მონაწილეს.
ჰაკათონის მხარდამჭერები იყვნენ - ERC, Elcore, Fortinet და Cisco.
კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია და ინტეგრა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულების განვითარებას და პერიოდულად თავაზობს დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, მათ შორის კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებსა და ჰაკათონებს.