კახა შენგელია ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში

14 მარტი 2019

2019 წლის 4 მარტს, გამოქვეყნდა დადგენილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. ახალ შემადგენლობაშია კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია.

 

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა, რომელიც დამტკიცდა აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 თებერვლის N3 დადგენილებით, საჭიროებს განახლებას.

 

პრეზიდიუმი ადგენს:

 

დამტკიცდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ახალი შემადგენლობა:

 

  1. როინ მეტრეველი (პრეზიდენტი) - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
  2. ბიჭიკო დიასამიძე (ვიცე-პრეზიდენტი) - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  3. ოთარ ჟორდანია (ვიცე-პრეზიდენტი) - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  4. ზაზა ალექსიძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
  5. მიხეილ ბახტაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  6. ვალერი ვაშაკიძე - ისტორიის დოქტორი
  7. დავით მუსხელიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
  8. გურამ ლორთქიფანიძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
  9. ზაზა აბაშიძე - ისტორიის დოქტორი
  10. გონელი არახამია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  11. ერეკლე ასტახიშვილი (მდივანი) - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  12. ბესიკ გაფრინდაშვილი - ისტორიის დოქტორი
  13. ბუბა კუდავა - ისტორიის დოქტორი
  14. ვახტანგ გურული - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  15. ალექსანდრე დაუშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  16. თედო დუნდუა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  17. სერგო ვარდოსანიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  18. ნათელა ვაჩნაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  19. მერაბ ვაჩნაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  20. ბონდო კუპატაძე - ისტორიის დოქტორი
  21. ზურაბ პაპასქირი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  22. გოჩა საითიძე - ისტორიის დოქტორი
  23. ჯაბა სამუშია - ისტორიის დოქტორი
  24. ლევან სვანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  25. კახა შენგელია - ისტორიის დოქტორი
  26. გიორგი ჭეიშვილი - ისტორიის დოქტორი
  27. ზურაბ ხონელიძე - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
  28. ნიკო ჯავახიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  29. გოჩა ჯაფარიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  30. ლევან ჯიქია - ისტორიის დოქტორი

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის პრეზიდენტი

აკადემიკოსი გ. კვესიტაძე

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვ. შემსრ.

აკად. წევრ-კორესპონდენტი რ. ხუროძე