თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

28 ივნისი 2022

აშშ-ის ერთ-ერთ უძველეს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Hospital Topics“ (გამოდის 1922 წლიდან), გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია „Job Satisfaction and Associated Factors among Physicians

იხილეთ სტატიის ბმული:

https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/00185868.2022.2087576 

 

ჟურნალი „Hospital Topics“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 1.4

იხ. https://www.scopus.com/sourceid/14058

 

სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დასაქმებულთა სამუშაო კმაყოფილება. კვლევის მიზანს შეადგენდა ექიმების სამუშაო კმაყოფილების და მასთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ კმაყოფილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები იყო: ურთიერთობა მენეჯერებთან (78.5%), ურთიერთობა კოლეგებთან (77%), კომუნიკაცია პაციენტებთან (73.5%), უწყვეტი სამედიცინო განათლების შესაძლებლობა (74.2%) და მომსახურების ხარისხი (66%). ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის რეკომენდირებულია აქცენტების გაკეთება ექიმების შრომით კმაყოფილებაზე, მათ სამუშაო პირობებზე, პროფესიულ განვითარების უზრუნველყოფაზე, შრომის ანაზღაურებაზე, სტიმულირების მეთოდებზე.