კავკასიის უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები „ტურიზმის მდგრადი განვითარების“ კურსის ფარგლებში, სასტუმრო „აფიშა“- ს ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
სასტუმრო „აფიშა“- ს გუნდმა, გენერალურმა დირექტორმა ქეთევან ნადარეიშვილმა, მარკეტინგის, ადამიანური რესურსებისა და მიღება-განთავსების განყოფილებების ხელმძღვანელებთან ერთად, სტუდენტებს გააცნო სასტუმროს კონცეფცია, სტრუქტურა, მომსახურებები, ასევე განყოფილებების ეფექტური მართვისა და ხარჯების დაზოგვის მექანიზმები.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სასტუმროს ყველა ძირითადი სივრცე და გაცნობოდნენ მომსახურების სტანდარტებს.
შეხვედრის ფარგლებში, გამოიხატა მხარეებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მზადყოფნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია აკადემიურ და პროფესიულ სივრცეებს შორის კავშირის გაღრმავებისკენ.
სასწავლო ვიზიტს ხელმძღვანელობდა ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ნატო რობიტაშვილი.
