4 ივნისს, ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა ვორკშოპი ,,How Modern Businesses Run on the Cloud". შეხვედრა გაიმართა IT პლატფორმა Accelera-ს ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით.
შეხვედრას უძღვებოდა Microsoft-ის სერტიფიცირებული ტრენერი, DevOps ინჟინერი და Cloud Service-ების ექსპერტი არჩილ ბერიკიშვილი.
შეხვედრა გაიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, მონაწილე პირებს გადაეცათ სერტიფიკატები და პრიზები.